პროექტი





პროექტი 1. ფატიბაღდავაძე

პროექტის სათაური
მათ შექმნეს ეპოქა (უილიამ შექსპირი და ჩარლი ჩაპლინი)
პროექტის მთავარი იდეა
ორი უდიდესი ადამიანი. უილიამ შექსპირი ,რომელიც იყო უდიდესი დრამატურგი და ჩარლი ჩაპლინი მუნჯი კინოს მსახიობი.მათი ცხოვრება და მოღვაწეობა საინტერესოა დღევანდელი თაობისათვის
პროექტის აქტუალურობა
გამოვუმუშაოთ სოციალური უნარ-ჩვევები (კომუნიკაციის,ჯგუფური მუშაობის დისკუსიის დროს)რესურსების ორგანიზება.ცოდნის მობილიზება.შინაგანი მოტივაცია/თანამშრომლობითი უნარ-ჩვევა.
პროექტის მიზანი
ანალიტიკური,შემოქმედებითი  და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება
მოსწავლის ასაკი
16-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
4 თვე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა,თანაკლასელთა სასწავლო პროექტის გაანალიზება და შეფასება.
პროექტის საჭირო რესურსები
დამხმარე სახელმძღვანელო უილიამ შექსპირისა და ჩარლი ჩაპლინის შესახებ.პრეზენტაცია მათ შესახებ.
პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1.ჯგუფებად დაყოფა. მოსწავლეები იყოფიან 5 ჯგუფად თითოეულ ჯგუფს ეძლევა  დავალება რატომ უნდა  ვიცოდეთ ინგლისელი მწერლები და მსახიობები.კერძოდ ვილიამ შექსპირი და ჩარლი ჩაპლინი.ჯქუფები ამ დავალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოიძიებენ ინტერნეტში.
აქტივობა 2.მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება და წარმოდგენა.
აქტივობა 3. კითხვარი;რა ვიცით უილიამ შექსპირზე და ჩარლი ჩაპლინზე.
აქტივობა 4. გამოკითხვა კითხვარის საშუალებით.
აქტივობა 5. კითხვარის მიხედვით სტატისტიკური მონაცემები ბლოგზე.
აქტივობა 6. პრეზენტაცია მომზადდება თემაზე „შექსპირი როგრც უდიდესი დრამატურგი და  ჩარლი ჩაპლინი  როგორც მუნჯი კინოს მსახიობი,მათი ცხოვრება და მოღვაწეობა.
აქტივობა 7. გაკეთდება კედლის გაზეთი ან სლოგანების და პროექტის დასრულებამდე ინგლისურის კაბინეში ან ფოიეში ერთ კუთხეში სლოგანების წარმოდგენა.რათა დავაინტერესოთ  სხვებიც ამ ორი უდიდესი ადამიანით.
აქტივობა 8. სლოგანები უნდა იყოს ქართულ-ინგლისური თან სლოგანებში წარმოდგენილი იქნება მათი გამონათქვამები,სონეტები,რომლებიც დიდხანს დაამახსოვრდებათ დანარჩენებსაც.
აქტივობა 9. მომზადდება პრეზენტაციის პრეზენტირება ,შეჯამება და პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება.
აქტივობა 10. დისკუსია თემაზე რომლის შემოქმედება არის უფრო პოპულარული და საინტერესო.დისკუსიის შეჯამება.
აქტივობა 11. გამოფენა -პრეზენტირება პროექტის განხორციელებისას შექმნილი პროდუქტების.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი
ქართული.რუსული. გერმანული
პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი
ფატი ბაღდავაძე

No comments:

Post a Comment